Kategori arşivi: Genel

c ქალაქ გორის #12 საჯარო სკოლა მდებარეობს ნინოშვილის # 54 ქუჩაზე. აღნიშნული სკოლა დაარსდა 1960 წელს. თავდაპირველად იგი იყო რუსულ–ქართული სკოლა, ამჟამად მხოლოდ ქართული სკოლაა. სკოლის დირექტორია რუსუდან ლომიძე. სკოლაში სწავლობს 600 მოსწავლე, მუშაობს 48 მასწავლებელი, რომელთაგანაც 21 სერთიფიცირებულია, რომელთა შორის 2 მასწავლებელი მენტორია, 1 მასწავლებელი საუკეთესო შედეგების მქონე. vanishvili ჟუჟუნა ვანიშვილი – დაბადებული 1961წელს 29 აგვისტოს, ქ. გორში 1983 წელს დავამტავრე გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტი. 5 წელი ვმუშაობდი კასპის რაიონში.ხოლო 1989 წლიდან ვმუშაობ გორის #12 საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. ვარ სერტიფიცირებული. 2013 წლის ნოემბერში ტრენინგები გავიარე შვეიცარიაში ბირთვული კვლევის ევროპულ ცენტრში ,,ცერნი“, მოვისმინე ლექციები ცნობილი ქართველი ფიზიკოსების: გ. დვალი, ვ. ქართველიშვილი, ა. მესთვირიშვილი და sanamiani ალა სანამიანი – 1999 წელს დავამთავრე ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია– ბიოლოგიის ფაკულტეტი და მომენიჭა ქიმიის და ბიოლოგიის მასწავლებლის სტატუსი. 2005 წელს დავამთავრე რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის სისინის სახელობის ადამიანის ეკოლოგიისა დa გარემოს დაცვის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა და მომენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1997-2002 წწ. ვმუშაობდი რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის #901 საშუალო საგანმანათლებლო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგად. 2000-2005 წწ. ვმუშაობდი რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის სისინის სახელობის ადამიანის ეკოლოგიისა დ გარემოს დაცვის კვლევითი ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერთ მუშაკად. ამჟამად ვმუშაობ ქალაქ გორის #12 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის და რუსული ენის მასწავლებლად. ვარ სერტიფიცირებული, სქემაში ჩართული, საუკეთესო შედეგების მქონე 25% მოხვედრილი მასწავლებელი. მყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.